ახალი ამბები
მაია ოთინაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა 8 ოქტომბერს ეწურება
ცხინვალის ციხეში მოთავსებულ მაია ოთინაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა 8 ოქტომბერს ეწურება. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლო ოთინაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პროცედურებს ამ დროისთვის დაასრულებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ წინასწარი დაკავების ვადა 10 დღითაა განსაზღვრული. 10-დღიანი პროცედურების შესახებ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას იგორ ყოჩიევის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

დე-ფაქტო მთავრობის ოფიციალური განცხადებით, 37-წლის მაია ოთინაშვილს ორთვიანი პატიმრობა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლის საფუძველზე შეუფარდეს. აღნიშნული მუხლი გულისმობს რუსეთის ფედერაციის საზღვრების უკანონო გადაკვეთას.

მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს რუსმა სამხედროებმა მაშინ დააკავეს, როდესაც არასრულწლოვანი შვილების დედა საკუთარ ნაკვეთში იმყოფებოდა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები