ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე მაია ოთინაშვილის ოჯახს ესტუმრა
საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სოფელ ბობნევში (ახალ ხურვალეთში) მაია ოთინაშვილის ოჯახს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ოპოციის წარმომადგენლები ავრცელებენ.

კანდიდატი შეხვედრაზე მოძრაობის რეგიონულ ლიდერთან, ბადრი ბასიშვილთან ერთად იმყოფება.

ვაშაძე ცხინვალის ციხეში დაპატიმრებულ მაია ოთინაშვილის შვილების მდგომარეობის შესახებაც დაინტერესდა. ოთინაშვილს სამი არასრწულწლოვანი შვილი ჰყავს.

37-წლის ქალი რუსმა სამხედროებმა 2018 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. დე-ფაქტო ხელისუფლების სასამართლომ წინასწარი, 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელის ხაზის მეშვეობით აცნობეს, რომ გათავისუფლების პროცედურები მაქსიმუმ 10 დღემდე გაიწელება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები