ახალი ამბები
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სხდომაზე მონაწილეობა შს მინისტრის მოადგილემ მიიღო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) აღმასრულებელი კომიტეტის 69-ე სესიაზე საქართველოს სახელით მოხსენებით წარსდგა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება  საქართველოში დევნილების პრობლემაზე და ქვეყნის ოკუპაციის საკითხზე გაამახვილა. აგრეთვე, მოხსენებაში საუბარი შეეხო ლტოლვილთა გლობალური კრიზისის გადაჭრაში სახელმწიფოთა
ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო ჯავახაძე ასევე შეხვდა შვეიცარიის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შვეიცარიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებული ტენდენციები და
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები