ახალი ამბები
კასპში მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოავლინეს
10 ოქტომბერს კასპში მინი ფეხბურთის საფინალო შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს ქეჩარუხისა და ნატბეურას გუნდები დაუპირისპირდებიან.

ამავე დღეს მესამე ადგილის მფლობელიც გაირკვევა. მესამე ადგილისთვის ვარჯაანის ,,ამერი" და ქარწისის უბნის ,,ლესტერი" იბრძოლებს.

კასპის სპორტის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნატბეურის გუნდი ფინალში პირველად მოხვდა, ხოლო ქეჩარუხის უბნის გუნდი ზედიზედ მესამე წელია პირველი ადგილისთვის იბრძვის
..
Print

სტატიის გამოყენების პირობები