ახალი ამბები
ავარია გორში თამარ მეფის ქუჩაზე (Photo)
ცოტა ხნის წინ გორში ავარია მოხდა. თამარ მეფის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.

ერთ-ერთი მანქანა გზიდან გადავარდა.

დაშავდნენ ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი, ისინი ,,ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მოზარდი უკვე გაწერეს, ქალი კი მკურნალობას ექვემდებარება.

წინასწარი ინფორმაციით, ტაქსი ანტონოვის ქუჩიდან მიდიოდა, ხოლო ,,ჯიპი" თამარ მეფის ქუჩაზე მოძრაობდა.

გამოძიებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები აწარმოებენ.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. "





Print

სტატიის გამოყენების პირობები