ახალი ამბები
შინდისის გმირთა მემორიალი სრულად აღადგინეს
შინდისის გმირთა მემორიალი სრულადაა აღდგენილი.

ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

მათივე ინფორმაციით, გამოიცვალა ის ოთხი დაზიანებული ქვა, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარებოდა.

დასრულებული სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

შინდისში, გმირების მემორიალის დარბევა 28 სექტემბრის ღამეს მოხდა. მერიის ორგანიზებით, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა მემორიალის მოწესრიგება იმ დღესვე დაიწყეს. რამოდენიმე საათში დასუფთავდა ტერიტორია, აღდგა დაზიანებული ქვები და დაირგო ახალი ყვავილები.

იხ. ამავე თემაზე: შინდისის მემორიალის დარბევის ფაქტზე 20 წლამდე ასაკის მამაკაცი ამხილეს


Print

სტატიის გამოყენების პირობები