ახალი ამბები
კასპში ცემენტმზიდი გადაბრუნდა - არის მსხვერპლი (Photo)
მსხვერპლით დასრულდა საგზაო შემთხვევა კასპის შესასვლელში. ცემენტმზიდი მკვერთ მოსასხვევში გზიდან გადაბრუნდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. (საგზაო შემთხვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა).

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.

ცემენტმზიდი კასპიდან იგოეთის მიმართულებით მოძრაობდა
. შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა და, შესაბამისი ტექნიკის არქონის გამო, სატვირთო მანქანას ადგილიდან ვერ ძრავენ.











Print

სტატიის გამოყენების პირობები