ახალი ამბები
21 ოქტომბერს ,,კასპობა 2018" გაიმართება
კასპის მუნიციპალიტეტის მერია 21 ოქტომბერს ,,კასპობა 2018"-ს გამართავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სახალხო დღესასწაულისთვის 25 ათასი ლარი გამოიყო.

ქალაქის მთავარ მოედანზე, სააკაძის ძეგლთან, თავს 16 სოფლის (თემის) წარმომადგენლები მოიყრიან თავს. დადგამენ ფაცხებს, ქუჩებში ივლის ფაიტონი, მოეწყობა საბავშვო აქტრაციონები, ხოლო, საღამოს, 2 საათიანი კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მედუდუკეთა გუნდი დაუკრავს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები