ახალი ამბები
,,გვინდა ახალხიზაში დავნერგოთ ამერიკული სოფლის სტანდარტები"
,,გვინდა ახალხიზაში დავნერგოთ ამერიკული სოფლის სტანდარტი" - აცხადებს ორგანიზაცია ,,მომავლის ახალხიზას" ხელმძღვანელი მაგული მამუკაშვილი. მან, სოფელში, ორგანიზება გაუკეთა შეხვედრას, რომელიც თანაპარტნიორ ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" წარმომადგენლებთან გაიმართა.

სოფელში მოსაგვარებელია რამოდენიმე ინფრასტრუქტურული პრობლემა, აქედან, ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვნად დაასახელეს სტადიონის მოწყობა.

,,სოფელ ახალხიზაში მცირეზომის სტადიონი კულტურის სახლის ეზოში მდებარეობს. სტადიონი პრაქტიკულად დატკეპნილი მიწის ნაკვეთს წარმოადგენს, რომელზეც საერთოდ არაა არანაირი (არც ველური ბალახის) საფარი. რომ არაფერი ვთქვათ ღობესა და სხვა აღჭურვილობაზე. ამ დროს ის ფაქტი, რომ საფარი საერთოდ არაა, მეტყველებს იმაზე, რომ სტადიონი საკმაოდ მოთხოვნადია. საკმაოდ ინტენსიურად იყენებენ არა მხოლოდ ახალხიზის, არამედ მეზობელი სოფლების ახალგაზრდები. მოუწყობელი სტადიონით სარგებლობისას ხშირია ტრამვების შემთხვევები." - აღნიშნავს მაგული მამუკაშვილი.

პროექტის მიზანს სოფელ ახალხიზაში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გართობის დასვენების და სპორტის პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. მოსახლეობიდან არჩეული იქნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული პროექტის განხილვასა და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების პროცესში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალხიზა კათოლიკეებმა დაარსეს. 1907 წელს ამ ადგილზე 13 ოჯახი დასახლდა. ისინი სამცხე-ჯავახეთიდან, ხიზაბავრადან მოვიდნენ. მიწა პადრე დომინიკე პაწაძე-მუღაშავილმა, ეკლესიისთვის შეწირული თანხით, შეისყიდა. ახალმოსახლეებმა სოფელს ბეთლემი დაარქვეს, თუმცა, კომუნისტების პერიოდში ამ სახელის გამოყენება აუკრძალეს, რის გამოც, იძულებული გახდნენ ახალხიზა დაერქმიათ.

იხ. ამავე თემაზე:

ბეთლემი გორის რაიონში - დომინიკე მუღაშაშვილის დაარსებული სოფელი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები