ახალი ამბები
მაია ოთინაშვილს ხურვალეთში ელოდებიან
ამ წუთებში მაია ოთინაშვილი ერგნეთიდან ხურვალეთის მიმართულებით მიჰყავთ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გათავისუფლებულის დედამ და მეუღლემ აცნობეს. მაია ოთინაშვილი რამდენიმე წუთის წინ ერგნეთთან ქართულ მხარეს გადასცეს. მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია კი ოსურმა მედიამ, „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით, დილით გაავრცელა.

"29 სექტემბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს მაია ოთინაშვილს ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. 9 ოქტომბერს ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა“, - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები