ახალი ამბები
სოფელ კირბალიდან გატაცებული 50 წლის აკაკი დოთიაშვილი თავისუფალია
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, 50 წლის აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლეს.

დოთიაშვილის ქართული მხარისათვის გადაცემა სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა.

დოთიაშვილი 6 ოქტომბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. აკაკი დოთიაშვილი რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალიდან იმ დროს აიყვანეს, როცა ის შვილთან და თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები