ახალი ამბები
მაია ოთინაშვილი დაკითხვაზე იმყოფება
ამ წუთებში მაია ოთინაშვილი დაკითხვაზე იმყოფება, მოგვიანებით კი ოჯახი სამედიცინო გამოკვლევასაც გეგმავს-ეს ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ოთინაშვილის დედამ მიაწოდა.

მაია ოთინაშვილი დღეს დილით ქართულ მხარეს ერგნეთში გადასცეს. ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მას ერთი წელი პირობითი სასჯელი 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით შეუფარდეს.

უფლებადამცვლების შეფასებით, რუსეთი მსგავსი გადაწყვეტილებებით მოქალაქეების დაშინებას ცდილობს, რადგან კონფლიქტის ზონაში მუდმივად განახორციელონ ძალადობა და ფსიქოლოგიური სტრესი.

მაია ოთინაშვილის ადგილზე მონახულებას ქალთა უფლებებზე მომუშავე არასმთავრობო ორგანიზაციებიც აპირებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები