ახალი ამბები
მაია ოთინაშვილის შვილი გორის ღია პირველობაზე კრივში ჩემპიონი გახდა
მაია ოთინაშვილის შვილი, გიორგი მაყიშვილი გორის ღია პირველობაზე კრივში ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც დედა ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა, გიორგიმ თავის წონაში გამარჯვება მოიპოვა.

,,გიორგიმ, ამ პატარა და ყოჩაღმა ბიჭმა კი, დედის უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს, გორის ღია ჩემპიონატი მოიგო კრივში და მონატრებულ დედას ასეთი წარმატებით დახვდა" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები