ახალი ამბები
ზერტსა და მეჯვრისხევში საბავშვო ბაღები ნაქირავებ ბინებში განთავსდება
მალე, მეჯვრისხევსა და ზერტში სააღმზრდელო დაწესებულებები ფუნქციონირებას ნაქირავებ ფართში გააგრძლებენ. ორივე სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობა 2019 წელს იგეგმება.

,,გორის მერია შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის 60 საბავშვო ბაღში 5 500 - მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები