ახალი ამბები
გორის მერიასთან ნაკელი დაყარეს LIVE
დღეს, გორის მერიის წინ, კოტე თავზარაშვილის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე ნაკელი დაყარეს. ამის გამო შენობის წინ პოლიციაა მობილიზებული.

აქციაზე გორის მერის იმ განცხადებას გააპროტესტეს, რომელიც თავზარაშვილმა დევნილთა დასახლებაში გააკეთა.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა და განცხადება დევნილებთან შეხვედრაზე გააკეთა:

„ჩვენთან არავინ არ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ. აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ ხომ? ჩვენ მერე მეორე დილით გავიგეთ,რომ გავიღვიძეთ რვაში ეს რა ხდებოდა, დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. თქვენ არ იცოდით ჰოო. ამაზე კითხვას რომ უსმევთ, იმათაც რომ გამოესროლათ ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ ,იმათაც რომ ერთი გამოესროლათ რა გვეშველებოდა?!...“ – ამბობს მოსახლეობასთან შეხვედრისას გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

შეხვედრისას თავზარაშვილმა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი "ზანგად" მოიხსენია.

თავზარაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გორის მერმა ამ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ არ ახსოვს "რამე ისეთი" გაეკეთებინოს. თავზარაშვილის თქმით, ბოდიშს იხდის იმისთვის, "თუ მექანიკურად რაღაც" წამოცდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები