ახალი ამბები
რა სახის დანაშაულია ,,ვედროს დამხობა" თავზე?!
იდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ მუხლი, რომლითაც გორის მერიის შენობის წინ მომხდარ ფაქტს იძიებენ, პერსპექტივა არა აქვს. ამის თაობაზე განმარტებას საქართველოს იურისტთა ასოციაციის გორის ოფისშიც გააკეთეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, გორის შს სამმართველომ გამოძიება არასწორი მუხლით დაიწყო.

,,აღნიშნულ შემთხვევაში სახეზეა არადამიანური მოპყრობა, რითაც მოქალაქეს მიადგა მორალური ზიანი" - აღნიშნავს ქეთევან ბებიაშვილი.

გორის შს სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო. თავდაპირველად, პრეს-სამსახურმა მხოლოდ პრიმა მუხლი განაცხადა.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას სამი სახით: კერძოდ, ძალადობა ჩადენილი:

ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) არაერთგზის.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შს სამინისტროს პრეს-სამსახური დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ გამოძიება ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში, იურისტების განცხადებით, გამოძიებას განვითარების პერსპექტივა კვლავ არა აქვს, რადგან დანაშაული (ვედროს დამხობა) ჩადენილია ერთი პირის მიმართ.

ფოტო: ტელეკომპანია ,,დია"

Print

სტატიის გამოყენების პირობები