ახალი ამბები
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გორში მოქმედ მედია საშუალებებს ბოდიში მოუხადა
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დღეს საკრებულოს წევრებს 1-წლიანი მუშაობის შედეგები გააცნო. ანგარიშის წარდგენინსას დავით რაზმაძემ სლაიდები გამოიყენა. ადგილობრივ მედიაში ჩართულობის შესახებ სპეციალურად მომზადებულ დოკუმენტში, მხოლოდ, ერთ მედია საშუალება იყო მითითებული.

დავით რაზმაძემ ხარვეზი გამოასწორა და სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს უთხრა, რომ საკრებულოს საქმიანობის გაშუქებაში აქტიურად არიან ჩართულები ასევე რეგიონში მოქმედი მედიასაშულებები: ესენია - ტელეკომპანია ,,თრიალეთი", ტელეკომპანია ,,დია" და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის პორტალი qartli.ge.

რაზმაძის განმარტებით, მოხსენების
ამ ნაწილში ყურადღება გამახვილებული იყო სპეციალურად მომზადებულ გადაცემაზე, სადაც მონაწილეობა პირადად და საკრებულოს სხვა წევრებმა მიიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები