ახალი ამბები
ლია კოვზიაშვილი: ,,ლალი ბაიაძემ მითხრა, რომ ჯანმრთელობის გამო ორი დღით მიდიოდა" (AUDIO)
გორის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ გორის 1-ლი ბაგა-ბაღის დირექტორის სტატუსების წასაკითხად ნაკლები დრო აქვს:

,,ნაკლები დრო მაქვს საიმისოდ, რომ სოციალურ ქსელში ვიმუშაო და ვათვალიერო პოსტები. მე ქალბატონი ლალისგან რაც ვიცი, გუშინ ქალბატონმა ლალიმ დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა გამოკვლევაზე ორი დღით. ადრეც მითხრა, რომ ოპერაციაზე მივდივარ, უნდა ოპერაცია გავიკეთოო. მანდ რაც წერია, აბსოლუტურად, არაფერი უთქვამს. ზოგადად, ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა მანამდე." - გვითხრა ლია კოვზიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გორის 1-ლი ბაგა-ბაღის დირექტორმა ლალი ბაიაძემ განაცხადა, რომ ის საბავშვო ბაღს ტოვებს შემდეგი მიზეზებით: 

,,მე არ მინდა 1. ბაგა-ბაღებს სააგენტო მართავდეს 2. ბაგა-ბაღი უნდა იყოს დამოუკიდებელი ა(ა)იპი ... და 3. ვერ წარმომიდგენია ბაგა-ბაღს შენობაში შტატით არ ყავდეს მეთოდისტი ... ( სხვა შტატებზე ყურადღება თქვენ გაამახვილეთ): ყველაზე მთავარი, ჩემი დირექტორობის პერიოდში სამჯერ განახლებულ ბაგა-ბაღს არ მინდა ისეთი ხელმძღვანელი ყავდეს რომელსაც დაუმსახურებელ შენიშვნებს აძლევენ! და თითს უქნევენ!" - წერს ლალი ბაიაძე სოციალურ ქსელში.

ლია კოვზიაშვილის განცხადებით, 2018 წლის ზაფხულში, რეორგანიზაციის შედეგად, რამდენიმე საბავშვო ბაღში მეთოდისტები და ფსიქოლოგები სამუშაოს გარეშე დარჩნენ შესაბამისი სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო. სააგენტოს მეთოდისტი კი უზრუნველყოფს ყველა იმ საჭიროებებს, რაც საბავშვო ბაღებს გააჩნიათ
.

მოუსმინეთ: Audio

Print

სტატიის გამოყენების პირობები