ახალი ამბები
,,ენმ"-მ ბაღების სააგენტოს ფინანსური ანგარიში დადებითად შეაფასა
ორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირმა ამბარდნიშვილმა ბაღების სააგენტოს დირექტორის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიში დადებითად შეაფასა. ამის ამსახველი ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, ირმა ამბარდნიშვილმა გვითხრა, რომ ისინი იმ რეალობიდან გამოდიან, რომელიც დღეს ბაღების სააგენტოში არსებობს:

,,მწირი ბიუეტის ფონზე ბაღების სააგენტო მუშაობს ისე, როგორც შეუძლია. შესაბამისად, პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან მე ყოველთვის თავს შევიკავებ. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მომავალი წლისთვის პედაგოგებს ხელფასი გაუზარდონ. ანგარიში წარმოდგენილია სრულყოფილად და პროფესიონალურ დონეზე" - აღნიშნავს ირმა ამბარდნიშვილი.

ჩვენს კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა თანაპარტიელის, საკრებულოს წევრ ვასილისა ჯაბახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, ბაღების სააგენტოში ფინანსები უყარათოდ იხარჯება, ინგა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ ეს ვასილისა ჯაბახიძის მოსაზრებაა:

,,ჩემი პოზიცია ასეთია, რომ საბავშვო ბაღებში ძალიან ბევრი ღისებული ადამიანი მუშაობს, მათ შორის, ასაკიანი ხალხი, რომლებიც დასაფასებლები არიან. უნდა დაველოდოთ ბაღების ავტორიზაციის პროცესს, რომლის განხორციელება იგეგმება" - აღნიშნა ირმა ამბარდნიშვილმა.

ბაღების გაერთიანების დირექტორი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ მომავალი წლიდან სახელფასო ფონდი გაიზრდება
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები