ახალი ამბები
დეპუტატი: ,,შავშვების საბავშვო ბაღი ორმა აღმზრდელმა დატოვა"
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საბავშვო ბაღებიდან ორი თანამშრომელი წავიდა. ამის შესახებ განცხადება შავშვები-ხურვალეთის წარმომადგენელმა ჯემალ დუდაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, მცირეხელფასის გამო, სამსახური ორმა აღმზრდელმა დატოვა. ის მოხსენებით მაშინ გამოვიდა, როდესაც სხდომაზე საბავშვო ბაღების გაერთიანების ფინანსურ ანგარიშს იხილავდნენ:

,,ფინანსური ანგარიში ძალიან კარგია, ყველაფერი კარგად არის გადმოცემული. მე მინდა ვთხოვო შესაბამის სამსახურებს, რომ იზრუნონ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდაზე. როდესაც ადამიანი 7-8 საათი ბაღში მუშაობს და ამ დროს 200 ლარი აქვს ხელფასი, ძნელია, ის შეინარჩუნო" - განაცხადა შავშვები-ხურვალეთის დეპუტატმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ საკითხი მართლაც დგას დღის წესრიგში და მომდევნო წლიდან იგეგმება სახელფასო ფონდში ცვლილებების განხორციელება. საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს ლია კოვზიაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ მომდევნო წლიდან 50-დან 100 ლარამდე იგეგმება ხელფასების ზრდა - კატეგორიების მიხედვით
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები