ახალი ამბები
დეპუტატი: ,,კომბინატში შეშა იქნებ დროულად დარიგდეს"
ქალაქ გორში, კომბინატის დასახლების მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენელი ხვიჩა ხიხალიშვილი ითხოვს, რომ სოციალურ დაუცველი ოჯახებისთვის გათვალისწინებული შეშა დროულად დარიგდეს.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა, მერიის შესაბამის სამსახურებმა ამის თაობაზე მუშაობა უკვე დაიწყონ:

,,იქნებ, ვთხოვოთ, ბატონო დავით, მერიის სამსახურებს, რომ კომბინატში გაჭირვებულებისთვის შეშა დაარიგონ. ზამთარი მოდის უკვე და შარშანდელივით არ დაგვიგვიანდეს" - განაცხადა დეპუტატმა.

ამ საკითხზე საკრებულოს თავმჯდომარეს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, მისმა მოადგილემ დეპუტატს ხმადაბლა უპასუხა: ,,ამაზე მერე ვისაუბროთ
"
Print

სტატიის გამოყენების პირობები