ახალი ამბები
სკოლის კარნავალი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

 

,,კარნავალზე შემოვიდნენ ის მოზარდები, რომლებიც ჩვენს სკოლაში არ სწავლობენ. ძალიან არეული სიტუაცია შეიქმნა. ბევრი იძულებული გახდა, რომ ადრე დაეტოვებინა ზეიმი" - გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა. 

 

სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ჩხუბი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა და უცხო ადამიანები კარნავალზეც არ ყოფილან: ,,უბრალოდ, ცდილობდნენ შემოსვლას და არ შემოვუშვით. გაღიზიანდნენ, როგორც ჩანს და შემდეგ ეზოს გარეთ ატყდა ჩხუბი." - ამბობს ვახტანგ სუხიტაშვილი.

 

,,ისეთი ჩხუბი იყო, შეწუხებული მეზობლებიც კი გამოვიდნენ, მაგრამ ყველაფერი გარეთ მოხდა." - გვიდასტურებს სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

 

საპატრულო ეკიპაჟს არავინ დაუკავებია.

 

მესამე სკოლის წინ მდებარე საბავშვო ბაღის დანგრეული შენობა, რომელიც შედარებით მოფარებულ ადგილზეა, მოზარდების შეკრების ადგილად გადაიქცა. საღამოს საათებში ჩხუბის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა. კორპუსის მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს და მოზარდების შეკრების ადგილზე ხშირ პატრულირებას ითხოვენ.

 

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დამწვარი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის და აღდგენითი სამუშაოების პროექტი უკვე შეადგინა. ეს პროექტი დასამტკიცებლად რეგიონალური განვითარების ფონდს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები