ახალი ამბები
,,ოცნების წევრი ვიყავი" - გორში საპროტესტო აქცია დასრულდა
გორის თეატრის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. ,,ენმ"-ს წევრებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, მანამდე იგი  ,,ქართული ოცნების" წევრი იყო, თუმცა ცუდად ისევ ,,მას მიუტრიალდნენ".

გორში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრის წინ, პლაკატებით დახვდნენ.

,,რუსები ოკუპანტია" - ამ შინაარსის პლაკატები საკრებულოს წევრებს - ვასილისა ჯაბახიძეს და ბექა ქორჩილავას ეკავათ. ,,მოღალატეები" - სკანდირებდნენ ისინი.

მმართველი გუნდის მხარდაჭერილ, საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა გორის თეატრში მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები