ახალი ამბები
ლალი ბაიაძე გორის 1-ელ ბაგა-ბაღს დაემშვიდობა (VIDEO)
დღეს, ლალი ბაიაძე, რომელიც გორის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბაგა-ბაგს 16 წელი ხელმძღვანელობდა, პედაგოგებს და მშობლებს დაემშვიდობა. დილით, ყველასთვის მოულოდნელად, მან სოციალურ ქსელში განცხადება, ბაღიდან წასვლის თაობაზე, გააკეთა.

ლალი ბაიაძემ განაცხადა, რომ ის საბავშვო ბაღს ტოვებს შემდეგი მიზეზებით:

,,მე არ მინდა 1. ბაგა-ბაღებს სააგენტო მართავდეს 2. ბაგა-ბაღი უნდა იყოს დამოუკიდებელი ა(ა)იპი ... და 3. ვერ წარმომიდგენია ბაგა-ბაღს შენობაში შტატით არ ყავდეს მეთოდისტი ... ( სხვა შტატებზე ყურადღება თქვენ გაამახვილეთ): ყველაზე მთავარი, ჩემი დირექტორობის პერიოდში სამჯერ განახლებულ ბაგა-ბაღს არ მინდა ისეთი ხელმძღვანელი ყავდეს რომელსაც დაუმსახურებელ შენიშვნებს აძლევენ! და თითს უქნევენ!" - წერს ლალი ბაიაძე სოციალურ ქსელში.

,,ნაკლები დრო მაქვს საიმისოდ, რომ სოციალურ ქსელში ვიმუშაო და ვათვალიერო პოსტები." - გვითხრა ბაღების გაერთიანების დირექტორმა ლია კოვზიაშვილი. - ,,გუშინ ქალბატონმა ლალიმ დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა გამოკვლევაზე ორი დღით. ადრეც მითხრა, რომ ოპერაციაზე მივდივარ, უნდა ოპერაცია გავიკეთოო. მანდ რაც წერია სოციალურ ქსელში, მაგდაგვარი, აბსოლუტურად, არაფერი უთქვამს ჩემთვის. ზოგადად, ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა მანამდე." - გვითხრა ლია კოვზიაშვილმა

ლია კოვზიაშვილის განცხადებით, 2018 წლის ზაფხულში, რეორგანიზაციის შედეგად, რამდენიმე საბავშვო ბაღში მეთოდისტები და ფსიქოლოგები სამუშაოს გარეშე დარჩნენ შესაბამისი სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო. მისი განცხადებით, სააგენტოს ჰყავს მეთოდისტი, რომელიც ყველა საბავშვო ბაღისთვის კარგად მუშაობს.

ლალი ბაიაძემ წინასწარ გამოცხადებულ დროზე, 18 საათზე, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჯერ მშობლებთან, შემდეგ აღმზრდელებთან გამართა. თვლის, რომ 1-ელ საბავშვო ბაღს არ უნდა მართავდეს ისეთი შელანძღული დირექტორი, რა მდგომარეობაშიც ჩააგდეს.. მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე. რა შეხვედრა იყო, სად და ვისთან, ამის თაობაზე, 1-ელი ბაღის დირექტორმა საუბარი ამ ეტაპზე არ ისურვა
.


Print

სტატიის გამოყენების პირობები