ახალი ამბები
გუბერნატორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი რეგიონში მომუშავე იმ საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელებიც რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტების ხარისხიანად შესრულების საკითხს. გუბერნატორის თქმით, სამომავლოდ რეგიონში არაერთი პროექტია დაგეგმილი და ყველა მხარე, როგორც სახლმწიფო, ისე სამშენებლო კომპანიები აუცილებელია მაქსიმალურად ორიენტირებულები იყვნენ ხარსიხსა და შესრულების ვადებზე.

"მომდევნო წლებში იგეგმება როგორც სააღმზრდელო, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია, ასევე, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელობანია ჩვენი ერთობლივი მუშაობა იყოს მიზანმიმართული შესრულების ხარისხზე, რათა საბოლოო შედეგი დადგეს სრულფასოვანი და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული"- აღნიშნა გუბერნატორმა. შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერები და მაჟორიტარი დეპუტატებიც ესწრებიდნენ.

გუბერნატორმა ჯერ კიდევ ,,ქართლის სტუდიაში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ის სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას აპირებდა. ამის მიზეზად ის შენიშვნები დასახელდა, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა ბოლო შემოწმების დროს გამოავლინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები