ახალი ამბები
გორის პატრულის 4-მა ეკიპაჟმა პრევენციის მიზნით ახალგაზრდების ჯგუფი დაშალა
გორში, წმინდაწყალზე, გორის საპატრულო პოლიციის 4-მა ეკიპაჟმა ახალგაზრდების ჯგუფი დაშალა. შემთხვევა ცხინვალის გზატკეცილზე მოხდა.

შს სამინისტროს ცნობით, გონივრული ეჭვის საფუძველზე, საპატრულო პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა.

,,პრევენციული ღონისძიების მიზნით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების ჯგუფი გამოკითხა. აღნიშნულის თაობაზე დანაშაულის რაიმე სახის ნიშნები არ გამოკვეთილა. თანამშრომლების მისვლის შემდეგ შეკრებილი ხალხი დაიშალა" - განაცხადეს შს სამინისტროში.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალის მიხედვით,
პატრულის 4 ეკიპაჟიდან 2-მა ეკიპაჟმა ავტომანქანა შუაში მოიქცია, დანარჩენი ორი კი, დამხმარე ეკიპაჟია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები