ახალი ამბები
ქვემო ჭალის ახალგაზრდებმა ,,ამილახვრობას" ჩაუყარეს საფუძველი (VIDEO)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ქვემო ჭალის ახალგაზრდებმა ,,ამილახვრობას" ჩაუყარეს საფუძველი. საკუთარი ძალისხმევით, მათ მიერვე მოწყობილ სკვერში, სხვადასხვა ღონისძიებები გამართეს. გამოფინეს ნახატები, ნამუშევრები, გაიმართა ჭიდაობა, რომლის დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკონცერტო დარბაზისკენ გადაინაცვლა.

ქვემო ჭალის კულტურის სახლის დარბაზი 400 ადამიანზეა გათვლილი. დაბრაზიდან მთლიანად გაივსო. კონცერტი ,,მხოლოდ ქართულის" გამარჯვებულმა, სოფო ბათილაშვილმა დაასრულა. ის წარმოშობით ამავე სოფლიდანაა. მას თან ახლდა ,,მხოლოდ ქართულის" მონაწილე - კოსტაც. ჭიდაობას ცნობილი ქართველი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაესწო.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ 15 საათზე დაიწყო და 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავს მიეძღვნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ახალგაზრდების შემოქმედებას გაეცნენ.

სპორტულ აქტივობებს ახლდა ადგილობრივი სამზარეულოს და სასმელების დეგუსტაცია.

,,ამილხავრობა 2018" ორგანიზაცია ,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლის" ინიციატივით გაიმართა. ახალგაზრდებს ცნობილი ქართველი პოეტი და კასპის ისტორიის ავტორი ვაჟა ოთარაშვილი დაეხმარა. ვაჟა ოთარაშვილი წარმოშობით ქვემო ჭალიდანაა და ამბობს, რომ ის უკვე ძირითადად მშობლიურ სოფელში ცხოვრობს.

ღონისძიება ანსამბლმა ,,სხვილოელმა" გაალამაზა. ისინი მაყურებელს ხალხური ცეკვებით წარუდგნენ. ,,სხვილოელებმა" რეპურტუარში უკვე ოსური ცეკვაც შეიტანეს და ეს ცეკვა პირველად სწორედ ,,ამილახვრობას" შეასრულეს. დებიუტმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ ანსამბლში ცეკვავენ
როგორც ქვემო ჭალის, ასევე, მეზობელ ოსურ სოფლებში მცხოვრები ბავშვები.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; კასპის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; ხელოვნებისა და კულტურის განვითარების კავშირი Art-Folk"

Print

სტატიის გამოყენების პირობები