ახალი ამბები
პაპამ შვილიშვილს სოფლის ნობათი ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაში ჩაუტანა
ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაში, რომელიც გორში, წმინდაწყალზე მდებარეობს, უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ. ერთ-ერთი მოსწავლის პაპამ შვილიშვილს სოფლის ნობათი ჩოჩორიკოთი სკოლაში ჩამოუტანა.

შვილიშვილის თანაკლასელები პაპას სკოლის ეზოში აჭარული ცეკვით დახვდნენ და კონცერტი გაუმართეს. საშემოდგომო ზეიმს სკოლის უმცროსკლასელები საკლასო ოთახებში აყვნენ. საზეიმო განწყობას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიც დაესწრო.

სკოლის დირექტორი მაია თეთრუაშვილი ამბობს, რომ ამბავი რეალურ ისტორიას ეფუძნება, თუმცა ეს ფაქტი საშემოდგომო დღესასწაულად აქციეს და საზეიმო ელფერი შესძინეს. ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის (ყოფილი თეთრუაშვილები) მოსწავლე ჯემო აბულაშვილი ამ სასწავლებელში საჯარო სკოლიდან გადავიდა და გვითხრა, რომ სადაც სწავლობდა, იქ ნაკლებად მეგობრული გარემო იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები