ახალი ამბები
ქარელის მე-2 სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება აზეირბაიჯანულ კულტურას მიუძღვნეს
ქარელის მე-2 სკოლის მე-11 კლასიის მოსწავლეებმა ღონისძიება ,,ვიცნობ, ვაფასებ, თანავცხოვრობ!" აზერბაიჯანულ კულტურას და ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანაკლასელებს მიუძღვნეს. პროექტი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განახორციელეს. ხელმძღვანელია ქალაქ ქარელის სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ გოგიჩაშვილი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თემაზე - აზერბაიჯანის განსახლება და სტატისტიკა, აზერბაიჯანული სიმბოლიკა, კულტურა, წეს-ჩვეულებები, ნოვრუზ-ბაირამი, ქორწილის და დაკრძალვის ტრადიციები, სამზარეულოს თავისებურებები.

მშობლების დახმარებით მოიძიეს აზერბაიჯანული ეროვნული საკრავი საზი, "სამოვარი“, მოამზადეს აზერბაიჯანული ჩაი და ფახლავა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნიზამი განჯელის ბიოგრაფია და წაიკითხეს ლექსები.

პარალელურად გაიმართა XI კლასის მოსწავლის, ელხან მამედოვის ლექსების პრეზენტაცია როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე. ღონისძიებას დიასახლისობას უწევდა ამავე კლასის აზერბაიჯანელი მოსწავლეები. მათი დახმარებით მომზადდა ჰალვა, ეროვნული კერძი დოგვა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები