ახალი ამბები
გიორგი გეგელაშვილმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
გიორგი გეგელაშვილი არგენტინიდან ვერცხლის მედლით ბრუნდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ (48 კგ) ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ბუენოს აირესში მიმდინარე თამაშებზე, საქართველოდან, თავისუფალ ჭიდაობაში ასპარეზობის უფლება, მხოლოდ, გეგელაშვილს ჰქონდა მოპოვებული.

შეჯიბრებაზე ორი შეხვედრა წარმატებით დაასრულა და ფინალში გავიდა, თუმცა ოქროს მედლისთვის პაექრობა ქულებით დათმო და ვერცხლს დასჯერდა.

გეგელაშვილი ასევე არის კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონი და მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

გეგელაშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სექციის აღზრდილია. ის არის მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი ჭაბუკთა შორის. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები არგენტინაში 6 ოქტომბერს აიღებს სტარტს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები