ახალი ამბები
მოცეკვავეები გუჯარულას ხეობიდან - ნოდარ ფილიევს ვლადიკავკაზში 70-წლის იუბილე მიულოცეს
მსოფლიოში ცნობილი ანსამბლის, ,,სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი ნოდარ ფილიევი ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთის სახალხო არტისტია. ის საქართველოდან 1992 წელს წავიდა. მას წელს 70-წლის იუბილე ჰქონდა. ჩრდილოეთ ოსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მაყურებელს უამბო, რომ დაიბადა საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, ულამაზეს სოფელ წითელსოფელში.

დღეს ეს სოფელი აღარ არსებობს. ბორჯომის რაიონში ასეთი სულ 9 სოფელი იყო. ტიმოთესუბანში ის ადამიანები მოვძებნეთ, რომლებიც ნოდარ ფილიევს იცნობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ალექსი გოგოლაძეა, 78-წლის. იხსენებს, რომ ნოდარ ფილიევი წაღვერის სკოლის პერიოდიდან ცეკვის წრიდან ახსოვს. ალექსი გოგოლაძეც ცეკვაზე დადიოდა, თუმცა იმ პერიოდის სიდუხჭირის გამო, ცეკვას ვერ გაყვა.

,,ახლა, თუ შემხვდა, ალბათ, ვეღარც ვიცნობ სახეზე. ტელევიზორში რომ დავინახავდი ხოლმე, სიხარულით თვალები ცრემლით მევსებოდა. მეც ცეკვაზე დავდიოდი და ვეღარ მივყევი, გაჭირვების გამო. ერთხელ ბორჯომში სუხიშვილების ანსამბლის კონცერტი გაიმართა. ამ ეკლესიის ეზოში გაუმასპინძლდნენ. ჩემი ხელით დავუკალი საკლავი." - იხსენებს ალექსი გოგოლაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები