ახალი ამბები
,,ქართული ოცნების" გორის ოფისთან ბრიფინგი გამართეს
დღეს, საღამოს, ,,ქართული ოცნების" გორის შტაბის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ შტაბის წარმომადგენელებმა გელა კაპანაძემ გააკეთა.

მისი თქმით,  ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართული აქცია გამოირჩეოდა შეურაცხყოფებით, გინებით და ისახავდა ფიზიკური დაპირისპირების გამართვის მიზანს. გელა კაპანაძე ამბობს, რომ  ყველა საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქმის კურსშია. 

,,მიუხედავად ასეთი პროვოკაციებისა, ჩვენი აქტივისტები კვლავაც გამოიჩენენ მოთმინებას და არ აჰყვებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი სახის პროვოკაციებში" - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, შუადღეს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ტრანსპარანტებით ხელში ,,ქართული ოცნების" ოფისთან შეიკრიბნენ და მართველი გუნდის წარმომადგენლებს, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო, მონები უწოდეს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საკრებულოს დეპუტატს მებადურს, რომელიც ამავე ქუჩაზე ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები