ახალი ამბები
გორის მერიაში ახალი სახეები 41%-ია

 

,,რა თქმა უნდა კომისიის სახელით საუბარი გამიჭირდება, რადგან იქ მხოლოდ 1/7 ხმით ვსარგებლობდი. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ახალგაზრდების ხედვამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა" - გვითხრა ზურაბ ჯირკველიშვილმა. მისი აზრით, შერჩეულ ახალგაზრდებს გამოცდილება ნაკლები აქვთ. ,,სწორედ ამიტომაც მართვის ორგანოები არ ჩაგვიბარებია." - დასძენს მერი.

 

დანარჩენი 55 კანდიდატი მოქმედი თანამშრომელია, საიდანაც 31 ადამიანი 2012 წლამდე, ანუ ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების" მოსვლამდე მუნიციპალიტეტში მუშაობდა. 

 

ახალი სახეების კვალიფიკაცია

 

სამართალმცოდნე - 8

უცხო ენა - 2

ეკონომისტი - 11

ბიზნესის მართვა - 3

ფიზიკოსი - 2

ისტორიკოსი - 3

ინფორმაციული ტექნოლოგიები - 2

პოლიტიკა, ფსიქოლოგია, სოციალური მეცნიერება - 4

ინჟინერი - 2

საჯარო მმართველობა 1

სულ 38

 

ახალი სახეების გამოცდილება

 

0-1 წლამდე 10

1-3 წლამდე - 6

3-5 წლამდე 5

5-10 წლამდე - 11

10 წლის ზევით - 6

სულ 38

 

 

საერთო გენდერული ჭრილი:

 

ქალი - 56 (69%)

მამაკაცი - 37 (40%)

 

ასაკი

 

20-30 წელი - 19 (20%)

30-40 წელი  - 23 (25%)

40-50 წელი - 40 (43%)

50-65 წელი - 11 (12%)

სულ - 93

 

კონკურსის ზოგადი სტატისტიკა

 

სულ კონკურსში 703 კონკურსანტი მონაწილეობდა, რომელთაც აპლიკაცია 1570-ს ჰქონდა შევსებული

 

1 ტურის შემდეგ:

- დარჩა 337 კონკურსანტი

- 925 აპლიკაცია

 

მე-2 ტურის (ტესტირების) შემდეგ:

- არ გამოცხადდა - 20 კონკურსანტი

- ბარიერი ვერ გადალახა - 51 კონკურსანტმა

- კვალიფიკაციის დონე ვერ გადალახა - 11 კონკურსანტმა

- გადავიდა მესამე (გასაუბრების) ტურში - 255 კონკურსანტი (699 აპლიკაცია)

 

გასაუბრების შემდეგ:

 

- რეგისტირებული - 255

- არ გამოცხადდა - 14

- გაიარა გასაუბრება - 241 კონკურსანტმა

- მოითხოვა გასაუბრების პროცესის გასაჯაროება - 28 კონკურსატმა (12%)

 

დარჩა 9 ვაკანსია (არავის მიეცა რეკომენდაცია). ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, ეს ცარიელი ადგილები ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურს ეკუთვნის.


,,ამ პოზიციებს კონკრერტული სპეციალობის და კვალიფიკაციის ადამიანები ჭირდება, მაგალითად ინჟინერი. აქ სწორედ ასეთ კადრებს ველოდებით" - გვიპასუხა მერმა ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ ვერ შეირჩა 9 პოზიციის შესაფერისი კანდიდატი.


კონკურსის პირველი ეტაპი გაპროტესტა ერთმა კანდიდატმა, კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე საპრეტენზიო კომისიისთვის არ მიუმართავს არც ერთ კონკურსანტს (დღეის მდგომარეობით)

 

ახალი კონკურსი გამოცხადდება 2015 წლის 12 იანვარს 20 ვაკანსიაზე, დაემატება 11 ვაკანსია

Print

სტატიის გამოყენების პირობები