ახალი ამბები
გორის ყოფილი ბაზრის ტერიტორიას მერია შემოღობავს
გორის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორია შემოიღობება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიამ მიიღო.

ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოებისთვის 24 500 ლარი გამოიყო და პროცესი, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. ღობე ჩაბეტონებული იქნება და ტერიტორია გაემიჯნება როგორც გურამიშვილს გამზირს, ასევე, 26 მაისის სანაპიროს.

რკინის ხრახნილებს შორის მოთუთუებულ თუნუქის ფურცლებს დაამონტაჟებენ.

აღნიშნული მიზანი ემსახურება ვაჭრობის პროცესის შეჩერებას, რომელიც რამდენიმე ადგილას კვლავაც განახლდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოვაჭრეებს დახლები დაუნგრია.

qartli.ge-ს ფოტო: გადაღებულია დახლების ახების დროს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები