ახალი ამბები
კასპში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრაზე ,,ენმ"-ს წევრები მივიდნენ
დღეს, კასპში, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრაზე ,,ენმ"-ს წევრები მივიდნენ. აქცია კასპის კულტურის სახლის ეზოში გაიმართა.

ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან ნონიაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე, როგორც კასპელი, ისე მივიდა:

,,იმ დროს, როდესაც ვხედავ, რომ აქ ბევრი არაკასპელია, სირცხვილია. მე, როგორც კასპელი, ისე მოვედი" - განაცხადა ნონიაშვილმა. ის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობდა.

ნონიაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისნაირი კანდიდატი საქართველოს არ ეკადრება. სალომე ზურაბიშვილმა კასპის კულტურის სახლში შევიდა და შეხვედრას მართავს
.



Print

სტატიის გამოყენების პირობები