ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას კასპში პოლიცია იცავს
კასპის კულტურის სახლის შენობის წინ პოლიციაა მობიზილებული. ისინი მთელ პერიმეტრზე შენობის შესასვლელს იცავენ.

ამის მიზეზი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის ორგანიზაციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გახდა. ,,ენმ"-ს წევრები სალომე ზურაბიშვილს კულტურის ცენტრის შესასვლელში ტრანსპარანტებით ხელში დახვდნენ.

ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან ნონიაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე, როგორც კასპელი, ისე მივიდა:

,,იმ დროს, როდესაც ვხედავ, რომ აქ ბევრი არაკასპელია, სირცხვილია. მე, როგორც კასპელი, ისე მოვედი" - განაცხადა ნონიაშვილმა. ის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობდა.

ნონიაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისნაირი კანდიდატი საქართველოს არ ეკადრება.







Print

სტატიის გამოყენების პირობები