ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილს პლაკატით მისი მხარდამჭერიც დახვდა
,,ცუდას რა უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი" - ამ სიტყვებით ეგებება რუსუდან ზაქარაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. ქალბატონი კასპში სოფელ კარიერის დასახლებიდან ჩავიდა.

რუსუდან ზაქარაშვილმა პლაკატი საკუთარი ხელით დაამზადა, წარწერაც თავად გააკეთა.

მისი პლაკატის შინაარსი მკვეთრად განსხვავდება იმ შინაარსისგან, რაც შენობის გარეთ მიმდინარე აქციის წევრების ტრანსპარანტებზეა გამოსახული.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს საპროტესტო აქციით დახვდნენ. სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც მმართველი გუნდი უჭერს მხარს
.





Print

სტატიის გამოყენების პირობები