ახალი ამბები
კასპში აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (VIDEO)
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრა კასპში ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. საარჩევნო შეხვედრაზე მისულ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი, ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის პოლიცია იდგა, აქტივისტები ერთმანეთს მაინც დაუპირისპირდნენ.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ნონიაშვილი ამბობს, რომ მომხდარის თაობაზე პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებათ. ,,ჩვენ არ მოვსულვართ საომრად" - განაუცხადა კასპის ყოფილმა გამგებელმა ლევან ნონიაშვილმა კასპის მერს მანუჩარ მერებაშვილს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები