ახალი ამბები
სატყუარა ,,ტაში" სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე
კასპში, დღეს გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, რომელიც კულტურის სახლის დარბაზში გაიმართა, სალომე ზურაბიშვილის არამხარდამჭერიც იმყოფებოდა.

მან, საპრეზიდენტო კანდიდატის მისასალმებელი სიტყვის დაწყებამდე, ტაში ყურადღების მისაქცევად დაუკრა.  დარბაზში შეკრებილები ტაშითვე აყვნენ. მოქალაქემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოღალატეა.. მოტყუებულმა ამომრჩევლებმა ის დარბაზიდან დაუყოვნებლივ გაიყვანეს.

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს კასპის ამომრჩევლებს შეხვდა.  შეხვედრა 14 საათზე ხმაურით დაიწყო
.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები