ახალი ამბები
ენმ: ,,სასამართლომ მერის საიმპიჩმენტო პროცედურების ჩატარება საკრებულოს დაავალა"
გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ,,ენმ"-ს წევრის, ბექა ქორჩილავას საჩივარი, რომელიც ეხებოდა სამანდატო საპროცედურო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას.

ამის თაობაზე განცხადება ბექა ქორჩილავამ სასამართლო სხდომის დამთავრებისთანავე გააკეთა. მისი თქმით, საკრებულოს სამანდატო საპროცედურო კომისია ვალდებულია ახალი დასკვნა დადოს.

საქმე იმაშია, რომ 2018 წლის ზაფხულში საკრებულოს წევრებმა, ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" სახელით, მიმართეს სამანდატო საპროცედურო კომისიას, რათა საკითხი, მერის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, სხდომაზე გასულიყო.

ამ მიმართვის საფუძველი გახდა კომპანია ,,მარინას" მფლობელობაში კოტე თავზარაშვილის ყოფნის ფაქტი. ,,ენმ"-ს წევრებმა განაცხადეს, რომ გორის მერი თანამდებობაზე ყოფნისას უკანონოდ იკავებდა ამ კომპანიის ხელმძღვანელის პოსტს.

სამანდატო საპროცედურო კომისიამ, თავდაპირველად, უარი განაცხადა საიმპიჩმენტო პროცედურების დაწყებაზე იმ მიზეზით, რომ დოკუმენტაციაში დაშვებული იყო შეცდომა, რომელიც მოგვიანებით გამოსწორდა. საჩივარში ისიც იყო მითითებული, რომ მერმა კომპანიასთან თანამშრომლობის თაობაზე, დეკლარაციაში არ მიუთითა.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ რაც უნდა მოხდეს, გორის მერს ვერ გადააყენებენ, რადგან საიმისოდ ნაციონალურ მოძრაობას ხმები არ ეყოფა.

იხ. გაგრძლება:

გორის მერის იურისტი: ,, საიმპიჩმენტო პროცედურები არ დაიწყება“
Print

სტატიის გამოყენების პირობები