ახალი ამბები
უფლისციხის გზაზე მანქანა გზიდან გადავარდა
დაშავებულია შუახნის მამაკაცი, რომელიც გუშინ გვიან საღამოს გზიდან მანქანით გადავარდა. შემთხვევა მკვეთრ მოსახვევში, რკინიგზის გადასასვლელ ხიდთან მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა ჯებირებმაც ვერ შეაკავა. ავტომანქამ რამდენიმე მეტრის მანძილზე, ბრუნი გააკეთა.

გამოძიებას გორის შს სამმართველო აწარმოებს. ხიდი ხიდისთავი-უფლისციხის გზაზე მდებარეობს.






Print

სტატიის გამოყენების პირობები