ახალი ამბები
გორში ვეტერანების დღეს სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა
დღეს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა და ვეტერანების დღე მიულოცა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებული ვეტერანები (შშმ პირები) წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით 600 ლარს იღებენ.

წელს მერიამ დააფინანსა მათი სარეაბილიტაციო კურსიც საზღვაო კურორტზე.

,,ვეტერანებს შეუძლიათ ასევე, სოციალური პროგრამის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა. ვმუშაობთ, რომ მათ მომავალში მუნიციპალიტეტისგან კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისები მიიღონ.“ - აცხადებს გორის მერი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გვირგვინებით შეამკეს დიდების მუზეუმთან არსებული სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

დღესვე, ვეტერანების მონაწილეობით გაიმართა ფეხბურთის ტურნირიც, სადაც ერთმანეთს გორისა და ხაშურის გუნდები შეხვდნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით „ვეტერანების დღე“ 2014 წელს 17 ოქტომბერს დაარსდა. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“.
Print

სტატიის გამოყენების პირობები