ახალი ამბები
მარლენ ნადირაძე: ,,კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს ყვირიან"
გორის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე აცხადებს, რომ იმ დროს როდესაც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს ყვირიან, კომენტარის გაკეთება ზედმეტია.

ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების, მხოლოდ, სარეზოლუციო ნაწილს ითხოვს. დასაბუთებული გადაწყვეტილება კი რამდენიმე კვირის შემდეგ გახდება ცნობილი.

,,როდესაც მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება არ წამიკითხია, არც მე და არც სხვას, ან პასუხი რას გავცე? ან რა კითხვა უნდა დაისვას?" - ამბობს მარლენ ნადირაძე.

დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა დააკმაყოფილა ,,ენმ"-ს საჩივარი იმის თაობაზე, რომ გაუქმებულიყო საკრებულოს სამანდატო საპროცედურო კომისიის დასკვნა, მერის საიმპიჩმენტო პროცედურების არდაწყების შესახებ. დავით პაპუაშვილმა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა.

გორის მერის იურისტი, ზაზა მათოშვილი აცხადებს, რომ საქმე გვაქვს არა მერის საიმპიჩმენტო პროცედურების დაუყოვნებლივ დაწყებასთან, არამედ, კომისიის იმ გადაწყვეტილებასთან, რაც საკრებულოს სამანდატო საპროცედურო კომისია ხელახლა მიიღებს.

მისი თქმით, ,,ენმ", მხოლოდ, კომისიის ოქმის დასკვნის გაუქმებას ითხოვდა
.

ამავე თემაზე:

ენმ: ,,სასამართლომ მერის საიმპიჩმენტო პროცედურების ჩატარება საკრებულოს დაავალა"

გორის მერის იურისტი: ,, საიმპიჩმენტო პროცედურები არ დაიწყება
Print

სტატიის გამოყენების პირობები