ახალი ამბები
"კოსტაობა-2018"-ის აღსანიშნავად თბილისსა და ცხინვალში კვირეული მოეწყო
კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 159 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები თბილისში, ცხინვალში, ახალგორში და ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში გაიმართა.

ოსური ლიტერატურის დამფუძნებლის ხსოვნას მიეძღვნა კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელწოდებით „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“. თბილისსა და არეშფერანში გამართულ ღონისძიებებზე მონაწილეობა ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან ჩასულმა მეცნიერებმაც მიიღეს მონაწილეობა.

„მინდა, აღვნიშნო ეს ერთიანობა, რომელიც კავკასიელებს გვახასიათებს. უნივერსიტეტს ჰეგემონის როლი ჰქონდა მთელ კავკასიაში. აქ იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები, როგორც ასპირანტები, მეცნიერები, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. იმაღლებდნენ თავიანთ კვალიფიკაციას სწორედ ამ უნივერსიტეტში”, – განაცხადა თსუ-ს ქართულ-ოსური ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევის დირექტორმა, ნაირა ბეპიევმა.

პოეტი და პუბლიცისტი კოსტა ხეთაგუროვი ოსური ლიტერატურული ენის დამფუძნებლად მიიჩნევა. 1899 წელს მან გამოსცა პოეტური კრებული „ოსური ლირა”, რომელშიც, მათ შორის, პირველად გამოქვეყნდა ლექსები ბავშვებისთვის ოსურ ენაზე.

„კოსტაობა 2018“-ის ღონისძიებებს ორგანიზება წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ გაუწიეს
.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები