ახალი ამბები
გორის ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას ჭიშკარს და ღობის სარტყელს მერია გაუკეთებს
გორის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას ჭიშკარს და ღობის სარტყელს გაუკეთებენ. ამის შესახებ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარი გამოიყო.

პროექტი თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მერია, სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულის 90%-ს ფარავს.

ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას, ცხინვალის გზატკეცილზე, შენობა 2015 წელს გადასცეს. აღნიშნული შენობა მანამდე სადავო ქონებას წარმოადგენდა.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ 2012 წლის 19 აპრილს გაიარა რეგისტრაცია, მოიპოვა (სსიპ) სტატუსი და დღეისათვის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი: “საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია”.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია მოიცავს საქმიანობის ფართო სპექტრს, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან საერთო საქმეზე პასუხისმგებლობით, ეკლესიაში სტრუქტურულ მოწყობას და საქმიანობის მმართველობას ახორციელებს ეკლესიის სულიერი საბჭო, პასტორები და ასევე კონკრეტული საქმიანობის სფეროს ხელმძღვანელები-“ლიდერები”, საეკლესიო იერარქიაში უმაღლეს იერარქს წარმოადგენს ეკლესიის მწყემსი “უფროსი პასტორი
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები