ახალი ამბები
გორის ერთ-ერთ სუპერმარკეტიდან სტალინის სურათს ჩამოხსნიან
ცნობილი ქართველი მოკრივის, გიორგი კანდელაკის კუთვნილი შენობიდან სტალინის სურათი ჩამოხსნიან. ამის მიზეზი შენობის ახალი მოიჯარის გადაწყვეტილება გახდა.

სუვენირების ყოფილ მარკეტში, ამჟამად, ბავშვებისთვის სპეციალური მაღაზია იხსნება. სტალინის სურათის ნაცვლად მაკეტზე საბავშვო ბანერია განთავსებული.

შენობა სტალინის სახლ-მუზეუმის გვერდით მდებარეობს და ის ტურისტების ყურადღებას მუდმივად იქცევდა. სოციალურ ქსელში სტალინის გამოსახულებიან ბანერთან გადაღებული არაერთი ფოტოა გამოქვეყნებული.

შენობის პირველ სართულზე ,,ნიკორას" ქსელია განთავსებული
.


Print

სტატიის გამოყენების პირობები