ახალი ამბები
პოლიციაში ,,ენმ"-ს წევრები დაიბარეს
კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დაიწყეს გამოძიება ქალაქის ცენტრში ,,ენმ"-ს წევრებისა და ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის, გამართულ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის ლიდერმა ნუგზარ ნონიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიების პროცესში მხოლოდ ,,ენმ"-ს წევრების დაბარება უსამართლო იქნება, რადგან მათი მისამართით პროვოკაცია, სწორედ, ოცნების წარმომადგენლებმა მოაწყეს. ლევან ნონიაშვილი ამბობს, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ერთ-ერთმა აქტივისტმა, მმართველი პარტიდან მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

,,კასპის პოლიციაში რამოდენიმე ჩემი მეგობარი დაიბარეს, რომლებიც აქტიურობდნენ შეხვედრის დროს. წესით, როგორც ჩვენ გვიბარებენ, ასევე მეორე მხარე უნდა დაიბარონ. მაგათგან წამოვიდა ის კონფლიქტი. ჩვენ იქ პროვოკაციისთვის არ ვყოფილვართ მისულები. ჩვენ გვაინტერესებდა, რა პროგრამა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს. სალომესთან გვინდოდა რამოდენიმე კითხვის დასმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ამ კითხვის დასმის საშუალება არ მოგვეცა ისევ ჩამოყვანილი ზონდერების მხრიდან. კასპელებს იქ არაფერი ცუდი გაუკეთებიათ, ჩამოყვანილი ზონდერები ვინც ყავდათ, ისევ ისინი უშლიდნენ ხელს მათ კამპანიას." - ამბობს ნუგზარ ნონიაშვილი. ის კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელია.

იგი განმარტებას, რომ ვიდრე საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამოჩნებოდა, თავდაპირველად, კულტურის სახლის წინ მყოფ პოლიციელებთან და უშიშროების თანამშრომლებთან მივიდა:

,,ვუთხარი, რომ არ ვიყავით პროოკაციაზე მუსულები. ავუხსენით, რომ გვსურდა სალომე ზურაბიშვილთან რამოდენიმე კითხვის დასმა. ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა გინება, არც პოლიციასთან დაუმორჩილებლობა" - ამბობს ნუგზარ ნონიაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვიდეოკამერის ობიექტივში მოხვდა კადრი, სადაც ჩანს, თუ ვინ დაიწყო ჩხუბი მუშტებით. კულტურის სახლში საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას ამომრჩევლებთან მართავდა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მისი სტუმრობა გააპროტესტეს და ტრანსპარანტებით დახვდნენ.

სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი შენობაში შევიდა. პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული, თუმცა მხარეები ერთმანეთის პირისპირ მაინც აღმოჩნდნენ
.


Print

სტატიის გამოყენების პირობები