ახალი ამბები
ერედვის გამგეობა ცხინვალის თეატრის სპექტაკლზე დევნილი მოზარდების დასწრებას უზრუნველყოფს
ხურვალეთისა და ქ. გორის ვერხვების დასახლებებში მცხოვრები მოზარდები ცხინვალის თეატრის სპექტაკლს "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" დაესწრნენ.

თბილისამდე ტრანსპორტირება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო. ადმინისტრაციის ცნობით, დასახლებებიდან, მხოლოდ, ის მოზარდები წაიყვანეს, რომლებიც ერედვის თემიდან არიან დევნილები.

,,ცხინვალის თეატრსა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში კვლავ გაგრძელდება სხვა დევნილთა დასახლებებიდან მოზარდების ტრანსპორტირება დაგეგმილ სპექტაკლებზე დასასწრებად." - აცხადებენ გამგეობაში
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები