ახალი ამბები
ცხინვალში აცხადებენ, რომ დრონმა გამყოფი ხაზი გადაკვეთა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა, უპილოტო საფრენი აპარატი, დრონი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლის მტკიცებით, საფრენი აპარატი ვიდეოკამერით იყო აღჭურვილი, რომლითაც სავარაუდოდ, გადაღება ხორციელდებოდა.

შავი ფერის საფრენი აპარატი, მათი მტკიცებით, მწყემსმა, სოფელ მუგუთთან იპოვა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მსგავსი ტიპის საფრენი აპარატები 2018 წლის მარტიდან ე.წ. საზღვართან სისტემატიურად დაფრინავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები