ახალი ამბები
მაღაზიიდან მზესუმზირა, ჩიფსები და შოკოლადები მოიპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მაღაზია გაქურდეს. ხიდისთავის შს განყოფილებაში პოლიციელები გამოსაკითხად არასრულწლოვნებს იბარებენ.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, დღეს, 18 ოქტომბერს საღამოს მოხდა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გორის შს სამმართველოში გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ზარალის ზუსტ ოდენობას გამოძიების შემდეგ დაადგენენ.

გამოკითხვის შედეგად დაადგინეს, რომ მაღაზიიდან წაღებულია რამდენიმე შეკვრა მზესუმზირა, ,,ბარნის" შოკოლადები და ჩიფსები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები